თბილისის ზოგიერთ რაიონში 26 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 26 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 26 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, მეფე მირიანის, პეტრიწის, მეფე არჩილის, პეტრე იბერის, ბალანჩინის, გვირილების, პაპაშვილის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათის, ოთხი ათასი მესხის, ფატმანის, ავთანდილის, სტრაბონის, არქანჯელო ლამბერტის, ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დე ბაის, ოსკარ შმერლინგის, მონპერეს და ტილკეს ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გელოვანის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის და სიხარულის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, მაღალაშვილის, ქუთათელაძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, ჩხეიძის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, საქსოფლმშენის დასახლების და გოკიელის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დისევის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ჩაჩავას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, ბათუმის, თევდორე მღვდლის, სანაპიროს, ფარეხის, კარალეთის და გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ), გრიშაშვილის, ფირდოუსის და ბააზოვის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის, გუდამაყრის, მუხრანის, ტიბაანის და გარეჯელის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, წინამძღვირშვილის, ტოვსტონოგოვის და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.