თბილისის ზოგიერთ რაიონში 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, წერეთლის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ბაქოს და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ზუგდიდის, სოხუმის, იროდიონ ევდოშილის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, კვაჭანტირაძის, წულუკიძის, მშველიძის და უტიაშვილის ქუჩების  მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამგორის ჩიხის და გოჩა ნადარეიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგოლის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, სურამის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ნინოშვილის, კონსტიტუციის და ჩუბინაშვილის ქუჩების   მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, გვირილების, პაპაშვილის, გურიელის, გაზაფხულის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, სოფელი ლისის, პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, ანაკლიის, ნაფეტვრების, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.