თბილისის ზოგიერთ რაიონში 21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ჭანტურიას და ლადო ალექსი მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავაჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, ტაბიძის, ცხვედაძის, რაზმაძის და მარუხის გმირების ქუჩების მოსახლეობას. 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კანდელაკის, დარასელიას, გახოკიძის, შარტავას, გაგარინის და ანაგის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის, პეტრე-პავლეს, გუჯარეთის, მელაანის, პაპიაშვილის და აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, შუშის, ტაძრის, ლაზოს, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.