თბილისის ზოგიერთ რაიონში 2 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 2 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 2 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ონიაშვილის, გურამ ფანჯიკიძის, გამრეკელის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის და დუდუ დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თინათინის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, ჭირნახულის, ქიზიყის, ნაკადულის, ქინძმარაულის, საფერავის, ჩხავერის და თავკვერის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ხევძმარის, შეშელიძის, გობრონიძის, რამაზ შენგელიას და ონისე ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშის, ქვალონის, მეორე ქვალონის, ცაიშის, ართვინის, ლარეხის, მნათობის, ჩეჩელაშვილის, მამარდაშვილის, კიკვიძის, მიჩურინის, როსტოვის, ქინქლაძის, თეთნულდის და ყირიმის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, აბაშის, ქვალონის, მეორე ქვალონის და ცაიშის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე გრუზინსკის, კოკინაკის, მოლოკოვის და ჯავის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ღრმაღელის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების X კვარტლის, თემქის დასახელბის XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქა-ავშნიანის დასახლების, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია თელასის ინფორმაციაში.