თბილისის ზოგიერთ რაიონში 19 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 19 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 19 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ბეთანიის, კოჯორის (ნაწილობრივ), სოფელი დიდების, ქვემო ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის, ბესიკის, ყიფიანის (ნაწილობრივ) და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და ანაპის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის (ნაწილობრივ) და ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, კონსტიტუციის და ჩიტაიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ჯუღელის და საქანელას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ტაბიძის, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი