თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის, ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ავშნის, ნუშის, ავალიშვილის, მონადირის, ფირცხალავას და ავეტიკ ისაკიანის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, მუხის, ტირიფების და ლისის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, თოფურიძის, მუხრან მაჭავარიანის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის,  ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.