თბილისის ზოგიერთ რაიონში 12 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 12 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 12 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ალეკო გობრონიძის, რამაზ შენგელიას და ონის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორიონის IV ვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ძოწენიძის, პაბლო პიკასოს, ჟღენტის, კონსტანტინე კაპანელის, გურიელის, ზურაბ მუზაშვილის, რამაზ ჩხიკვაძის, ირაკლი გამრეკელის, შატილის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ელგუჯა ამაშუკელის, ხომლის და დავით გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის, ირაკლი გამრეკელის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის და დავით გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახალდიანის, ცოტნე დადიანის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ენუქიძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, ქინძმარაულის, ოცხელის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.