თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და მუხრან მაჭავარიანის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის და ონიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის და მიცკევიჩის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის და წურწუმიას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.