თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის, პეტრიწის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გაზის დასახლების, ზაქარია მაისურაძის, ჯანჯღავას, წინამძღვრიშვილის, კონსტანტინე ლესელიძის, კაჭარავას V ქუჩის, გლდანულას, გიორგი ბაბილოძის, გელა ბელქანიას, კოტე მარჯანიშვილის, ქერჩის, კაჭარავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ხერგიანის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბოვსკის, სვირის, დომენტი ჟღენტის, ასურეთის, II ავიაქიმიის, კურსების, მირზაანის, სანავარდოს, სანერგის, ზეკარის, კიშინიოვის, სამღერეთის, ახტალის, ბუგეულის, ლისაშვილის, მაჩხაანის, დარკვეთის, ლაითურის, წერონისის და თოდრიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, სანაპიროს, დგებუაძის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, საექიმოს, ვლადიმერ ლობჟანიძის, დოდაშვილის, რიჩარდ ჰოლბრუკის და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ახვლედიანის და სოსო აბზიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, რუსთავის გზატკეცილის, აბესაძის, აბოვიანის, აბო-თბილელის, ასათიანის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.