თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ჩატარებული 14 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია, დღეს კვლევაში 15 პაციენტი ჩაერთვება
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ჩატარებული 14 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია, დღეს კვლევაში 15 პაციენტი ჩაერთვება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხ ბექაიას განცხადებით, ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც მარეხ ბექაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღის განმავლობაში იგეგმება 15 პაციენტის გამოკვლევა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 25 პაციენტი იმყოფება. ჩვენთან ამჟამად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები წევს. მძიმე პაციენტი კლინიკაში არ გვყავს. გუშინ 14 „პისიარ“ კვლევა ჩატარდა. თოთხმეტივე უარყოფითი პასუხი იყო მიღებული. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ამჟამად დაგეგმილია 15 პაციენტზე კვლევა, თუ კიდევ არ შემოემატა. დინამიური პროცესია და პაციენტები დღის განმავლობაში ემატება“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.