თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

11:21, 14.04.2020

თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 22 ანალიზიდან 20 პასუხი მოვიდა და მათგან ერთ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი, – ამის შესახებ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეხება კონტაქტებს, მარეხი ბექაიას თქმით, ბოლო დადასტურებულ პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია და არც რაიმე საეჭვო კონტაქტი, თუმცა ეპიდემიოლოგების მიერ კონტაქტების კვლევა გრძელდება. სულ ჰოსპიტალში დღე-ღამის განმავლობაში 49 პაციენტი შემოვიდა“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

მსგავსი