თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი კიდევ 34 პაციენტს არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია აცხადებს, რომ ამჟამად კლინიკაში 43 პაციენტი იმყოფება.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში 34 პაციენტის ნიმუში გააგზავნეს და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
მარეხი ბექაიას განმარტებით, კიდევ ერთ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, დღეს გამოიკვლევენ.
„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 43 პაციენტია. 34 კვლევა იქნა გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და 34-ვე უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. ამჟამად კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტია, ის წალკიდანაა გადმოყვანილი, მას აღენიშნება ცალმხრივი პნევმონია და მისი კვლევა ჯერ არ არის ჩატარებული. ახლა იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – აღნიშნა მარეხი ბექაიამ.