თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 25 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 25 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი 25 ნიმუშიდან ახალი კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

კლინიკის წარმომადგენლის თქმით, შვიდ პაციენტს პნევმონია აქვს, ერთი კრიტიკულად მძიმეა. კლინიკაში ბოლო 24 საათში სულ 57 პაციენტი შევიდა.

„ამჟამად 57 პაციენტია კლინიკაში. 25-ზე კვლევა ჩატარდა გუშინ. ყველა პასუხი უარყოფითია. ამ 57 პაციენტიდან შვიდთან არის ვერიფიცირებული პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება. ისინი გადაყვანილ იქნებიან სპეციალიზებულ კლინიკებში. ერთი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, ფილტვების ანთებით „კოვიდ“ უარყოფითი. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება ეს პაციენტიც გადაყვანილი იქნება კლინიკიდან“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ.