თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ჩატარებული 65 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, ამჯამად კლინიკაში 58 პაციენტი იმყოფება.
როგორც მარეხ ბექაიამ აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში 65 კვლევაა ჩატარებული და 65-ვე პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
„ამჟამად კლინიკაში არის 58 პაციენტი, გუშინ 24 კვლევა გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, 24-ვე პასუხი უარყოფითია. ბოლო ორი დღის განმავლობაში 65 კვლევაა ჩატარებული და 65 უარყოფითი პასუხია მიღებული“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.
როგორც ჟუნრალისტებთან საუბრისას ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელიმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის რესურსები საკმარისი აქვთ.
„ამ ეტაპისთვის ჩვენი რესურსები საკმარისია ათეულობით პაციენტის მოვლისთვის და მათი მკურნალობისთვის. ჩვენ ვნახეთ, მსოფლიოს დიდი ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც ეს დაავადება შეეხო. არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადეს – სასახლეში მყოფი მიცვალებულების. ყველა მოქალაქეს ვურჩევ, ილოცონ სახლიდან“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.