თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 25 ჩატარებული ტესტიდან ერთი კორონავირუსზე დადებითია, ერთის პასუხს კი ელოდებიან
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 25 ჩატარებული ტესტიდან ერთი კორონავირუსზე დადებითია, ერთის პასუხს კი ელოდებიან

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მიღებული ანალიზის პასუხებით კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდგინდა. როგორც მარეხ ბექაიამ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„გუშინ გაგზავნილი იქნა 25 ცხვირ-ხახის ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან მიღებული იქნა 24 პასუხი. ერთი არის კოვიდდადებითი პასუხი. პაციენტი გადაყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ერთი პაციენტის კვლევა ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად, ვერ გეტყვით, ეს შემთხვევა დადებითია თუ უარყოფითი. საშუალო ასაკის მამაკაცია დაინფიცირებული. ცნობილი კლასტერი არ არის, ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მხოლოდ ერთხელ არის გარეთ გასული, პროდუქტების საყიდლად. სხვა არაფერია ცნობილი. ოჯახში არიან მხოლოდ ეს ადამიანი და დედა. მისმა დედამ კლინიკას დღეს მომართა, ქალბატონს ჩივილები არ აქვს, თუმცა გამოკვლეული იქნება“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.