თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 33 პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 33 პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 33 პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა მარეხ ბექაიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა ერთი პაციენტის სინჯის კვლევა გრძელდება.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 46 პაციენტი გატარდა. 34 კვლევა იყო გაგზავნილი, 33 უარყოფითი პასუხი მივიღეთ და ერთი კვლევაში რჩება. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში. დაწყებულია ასევე ახალი პაციენტების მიღება“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.