თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 31 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 31 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკური ხელმძღვანელის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის 53 პაციენტია მოთავსებული, აქედან მიღებულია 31 პაციენტის პასუხი, რომელიც კორონავირუსზე არის უარყოფითი.

მისივე განმარტებით, მოხდება პაციენტების გაწერაც, რომლებიც გარკვეულ დროს თვითიზოლაციაში გაატარებენ.

„ჩვენს კლინიკაში ამ წუთისთვის არის 53 პაციენტი. აქედან მიღებულია 31 პაციენტის პასუხი, ყველა უარყოფითია. ახლა იწყება პაციენტების გადაყვანა და გაშვება სახლში, ზოგი კარანტინში, ზოგი თვითიზოლაციაში. რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი ფორმის. რამდენიმე პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტია მართვით სუნთქვაზე, ესეც განპირობებულია თანმხლები დაავადების გართულებებით. უმეტესი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.