თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 30 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 30 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ დროისთვის 52 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკამ ლუგარის ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით ჩატარებული 30 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღო და ყველა უარყოფითია.

„დღეს ისევ გაიგზავნა 21 ანალიზი, საიდანაც შვიდი არის აეროპორტის შემთხვევა, გუშინ ბერლინიდან თვითმფრინავი ჩამოფრინდა. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან კორონავირუსი არც ერთის შემთხვევაში არ არის დადასტურებული. ზოგიერთის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია და მკურნალობა გრძელდება“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ.