თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 26 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 26 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 39 ანალიზიდან 26 პასუხი ცნობილია და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით,​ 13 პაციენტზე კვლევა გაგრძელდება.

„კლინიკაში ამჟამად იმყოფება 51 პაციენტი. 39 ანალიზი გაიგზავნა, აქედან 13 კვლევაში რჩება, 26 უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა კლინიკებში“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.