თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კიდევ 32 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
40 პაციენტიდან 32-ის ტესტის პასუხი უარყოფითია, რვა პაციენტის ნიმუშების კვლევა კი გრძელდება.
„კლინიკაში ამჟამად 47 პაციენტი წევს. 40 კვლევა იყო გაგზავნილი, 32-ზე უარყოფითი პასუხია მოსული. რვის კვლევა გრძელდება, ჯერ დასრულებული არ არის. ჯერჯერობით ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ახალი პაციენტები არის შემოსული, დამატებით კიდევ 10 პაციენტი. დილოკაცია დაწყებულია.
ღამის განმავლობაში უკვე პაციენტების ნაწილი გადაყვანილი იქნა სხვადასხვა კლინიკაში. მაღალი ალბათობით, გამორჩეული კლინიკით არც ერთი პაციენტი არ არის, რომელზეც დაზუსტებით შეიძლება ვთქვათ, რომ პასუხი დადებითი მოვა, თუმცა ამჟამად ყველა პაციენტი საეჭვოდ რჩება. რვა პაციენტის ტესტის პასუხი დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.
დანარჩენი ახალი პაციენტების კვლევის პასუხები საღამოს ან ღამე გახდება ცნობილი. ამ წუთისთვის მძიმე კატეგორიის პაციენტი კლინიკაში არ გვყავს“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხ ბექაიამ.