თბილისის ზღვის ჰოსპიტალი მუშაობის ჩვეულ რიტმს უბრუნდება     
თბილისის ზღვის ჰოსპიტალი მუშაობის ჩვეულ რიტმს უბრუნდება     

დღეიდან თბილისის ზღვის ჰოსპიტალი მუშაობის ჩვეულ რიტმს უბრუნდება და იწყებს ფუნქციონირებას, როგორც მრავალპროფილური კლინიკა, – ამის შესახებ თბილისის ზღვის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ახალაძემ განაცხადა.

როგორც თეა ახალაძემ აღნიშნა, თბილისის ზღვის ჰოსპიტალი იყო ერთ-ერთი კერძო საავადმყოფო, რომელმაც განახორციელა სრული მობილიზება და გამოთქვა მზადყოფნა კორონავირუსთან ბრძოლაში.

„ჩვენ 30 მარტს სრულად დავცალეთ საავადმყოფო და მობილიზება მოვახდინეთ საკადრო რესურსის და ვიყავით ცხელების ცენტრი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთან კლინიკაში გატარდა 2000-მდე საეჭვო შემთხვევა და აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 23 პაციენტს. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ე.წ. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლასტერი“, – განაცხადა თეა ახალაძემ.