თბილისში ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრა ჯარიმას გამოიწვევს

18:37, 01.03.2019

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრა ჯარიმას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 4 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრა გზის სავალ ნაწილზე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.

მსგავსი