თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში დენის მიწოდება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩებს. 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების აბონენტებზე.

სამგორის რაიონში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ქსელში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო ბუხაიძის, ბერიაშვილის და აბაშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

კომპანია GWP-ის ქსელში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა, IV მიკრორაიონებში, სოფელ დიდ ლილოში, ქართველიშვილის და მუხაძის ქუჩებზე.

ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

გლდანის რაიონში, ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას დენი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდება.

დიდგორის რაიონში, სოფელი შინდისში ელექტროენერგია 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.

კრწანისის რაიონში, ახუნდოვის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეიზღუდება.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგოძის ქუჩასაც.

მთაწმინდის რაიონში, თბილისის მერიის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ათონელის ქუჩაზე დენი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.