თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩის მცხოვრებლებზე.

საბურთალოს რაიონში, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ოდიშელიძის, ოდესის და ზოვრეთის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეწყდება შალვა ნუცუბიძის, დელისის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, გაზაფხულის, კამანის, თამაზ ნადარეიშვილის და ბიწაძის ქუჩებზეც.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ელექტრომომარაგებაზე ასევე შეეხებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის, ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ონიაშვილის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა ქუჩაზე.

გლდანის რაიონში, ფეიქართა და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.

ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩაზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა ნაწილობრივ ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ისნის რაიონში, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.
კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, ვეკუას, მტკვრის, ათონელის, ნიშნიანიძის, ორბელიანის, სულხანიშვილის და ფურცელაძის ქუჩების აბონენტებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.