თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00-დან 18 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, წყალსადენის, რომან ჭელიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, მახვილაძის და თემქის ქუჩებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00-დან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონისა და ჟღენტის ქუჩის აბონენტებზე.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება კრწანისის რაიონშიც. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გიორგი ნიკოლაძის, გულუასა და ორთაჭალის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გია რომელაშვილის ქუჩას.

ასევე 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება გურამიშვილის გამზირისა და გვაზაურის ქუჩის აბონენტებზე.

დიდგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეიზღუდება სოფელ ოქროყანაში.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.