თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის რაიონის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდება.
„გლდანის რაიონის, კერძოდ მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს დენზე შეზღუდვა 14:00 საათიდან 16:30 საათამდე შეეხება. დიდუბის რაიონს 14:00 საათიდან 16:30 საათამდე, ნაძალადევის რაიონს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საბურთალოს რაიონს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, მთაწმინდის რაიონს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ვაკის რაიონის მოსახლეობის ნაწილს კი შეზღუდვა ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,- ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.