თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ავტობუსების ტაბლოების სისტემური ხარვეზი მომავალი კვირიდან გამოსწორდება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ავტობუსების ტაბლოების სისტემური ხარვეზი მომავალი კვირიდან გამოსწორდება

თბილისში მუნიციპალური ავტობუსების ტაბლოებთან დაკავშირებული პრობლემები კვირის ბოლომდე მოიხსნება – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ახალი სისტემის დანერგვა, რომლის პროცესშიც ტაბლოებზე ავტობუსების მარშრუტების შესახებ პროგრამის ჩატვირთვა მიმდინარეობს.

სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, აღნიშნულ მოდერნიზაციას, მოგებული ტენდერის პირობების თანახმად, საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია ახორციელებს. კომპანიას ეს ვალდებულება გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზებასთან ერთად დაეკისრა და სწორედ ამ პროცესს უკავშირდება ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ ტაბლოებზე ინფორმაციის არასწორად ასახვა.

ტაბლოების სისტემა გაუმართაობის შესახებ პირველ არხს, მგზავრებმა აცნობეს. მათი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ტაბლოზე ასახული მოლოდინის დროს არ ემთხვევა ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი, რაც დისკომფორტს უქმნით. მაგალითად, არაერთხელ დაფიქსირებულა ფაქტი, როდესაც ნაცვლად ტაბლოზე ასახული 20 წუთისა, ავტობუსი ადგილზე ორ წუთში არ მისულა, ან პირიქით, ტაბლოზე მოლოდინის პერიოდად ხუთი წუთი ეწერა, თუმცა ავტობუსი დანიშნულების ადგილას 20 წუთის განმავლობაში არ მივიდა. მგზავრების თქმით, პრობლემა რამდენიმე კვირაა დგას.