თბილისის საქალაქო სასამართლოში საბურთალოს საარჩევნო უბანზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირის საქმის განხილვა გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბურთალოს საარჩევნო უბანზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბურთალოს საარჩევნო უბანზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესის დაწყებამდე „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სასამართლოს აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ისინი საქალაქო სასამართლოს ეზოში ხალათით და ყავით მოვიდნენ. მათი განმარტებით, ამით გამოხატავენ, რომ სასამართლო მათ სახლად იქცა, ვინაიდან გასული წლის განმავლობაში ხშირად უწევდათ პროცესებზე სიარული.

„სერიოზულად, რომ შეხედო ამას, რაც ხდება და რა რეპრესიებიც ხორციელდება ახალგაზრდების მიმართ ძალიან დაგთრგუნავს, ცხოვრების ხალისს დაგაკარგვინებს, ამიტომ გადავწყვიტეთ არასერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს. ჩვენ მიგვაჩნია უკვე თავი სახლში, იმდენად ხშირად გვიწევს სასამართლოს შენობაში ყოფნა სხვადასხვა პროცესის გამო. ჯამში, გასული წლის განმავლობაში 14 ჩვენი აქტივისტი დააჯარიმეს, 13 სასამართლო პროცესი ჩაუტარეს. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს არის რეპრესიები“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, მიშო ქუმსიშვილმა.