ისნის საოლქო საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ისნის საოლქო საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სხდომა მიმდინარეობს.

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განხილავენ. დაცვის მხარე საქმეზე გამოკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას მოითხოვს. მათ შორის გობეჯიშვილის მეგობრის, ზაალ ზაალიშვილის ჩვენების ამორიცხვას, რადგან დაცვის მხარის შეფასებით, ის ირიბი მოწმეა.

ამასთან, ბრალდებულების ადვოკატები „ქართული იცნების“ იმ წევრების სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვენ, რომლებმაც ამ საქმეზე განცხადებები გააკეთეს, მათ შორის ბექა დავითულიანის, გიორგი ხელაშვილის. ბრალდებულებმა- აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ საქმეზე კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები მათი ღირსების შემლახველია და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.