თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

ხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. როგორც სხოდმის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განაცხადა, დაცვის მხარე აპირებს, პროკურატურას საპროცესო გარიგების მოთხოვნით მიმართოს, ხოლო გაუფორმებს თუ არა საპროცესო შეთანხმებას საგამოძიებო უწყება შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილს, ჯერჯერობით უცნობი

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პრიცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდება.

გიორგი შაქარაშვილის საქმის აღნიშნული ეპიზოდი მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ცვლილების მიზეზად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეების მცირე რაოდენობა სახელდება, რის გამოც, თითოეულ მათგანს განსახილველად ბევრი საქმე აწერია.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 11 სრულწლოვანი პირია დაკავებული. ნაწილს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამმა პირმა – არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩიეს. მათ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.