თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა„სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს სახელწოდებით „ვოლსკის სამართლის კოდექსი“.

როგორც ისინი აცხადებენ, მოძრაობის წარმომადგენლები გუშინ უსამართლოდ დააკავეს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მათი აქცია უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ვოლსკისთვის მიუღებელი იყო. დღეს, აქციის მონაწილეებმა დაბეჭდილი ბიულეტენები წარმოადგინეს, „ვოლსკის სამართლის კოდექსი“

ამასთან, მოითხოვეს ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ნიკა ფარულავას გათავისუფლება, რომლის სასამართლო სხდომა დღეს უნდა გაიმართოს.

„გუშინ, გია ვოლსკის უხამს ჟესტზე, ვოლსკის დასჯის მაგივრად, დასაჯეს 15 აქტივისტი და ერთი პატიმრობაში დატოვეს. ნორმალურ ქვეყანაში ალბათ გია ვოლსკი უნდა ტოვებდეს თანამდებობას, „ქართულ ოცნებას“ და მმართველ პარტიას, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ არანორმალურ ქვეყანაში, სადაც ასეთი რაღაცები მოსულა და ჩვენ გვახსოვს კახა კალაძის შუა თითი და არავინ არ დასჯილა ამის გამო. პირველი და მთავარი, რის გამოც ვოლსკიმ ეს გააკეთა არის ის, რომ მან ვერ აპატია ქართველ აქტივისტებს მისი მეგობრისა და თანამოაზრის, პოზნერის გაგდება საქართველოდან და სწორედ ამის გამო, იყო ის ჟესტი, რაც გია ვოლსკიმ უჩვენა აქტივისტებს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ დიმიტრი ბიძინაშვილმა.

აქციის მონაწილის გვანცა ამაღლობელის განცხადებით, „შეცვალეს“ წევრების ერთ-ერთი მოთხოვნაა გია ვოლსკიმ ბოდიში მოიხადოს და თანამდებობა დატოვოს.

დატოვე კომენტარი