თბილისის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

07:10, 03.07.2018

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე დენი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეწყდება.

დიდგორის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია სოფელი დიდების, ბეთანიის, კიკეთისა და კოჯრის მცხოვრებლებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება დიღმის სასწავლო მეურნეობისა და ყურაშვილის ქუჩის აბონენტებზე.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი