თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონში, გმირთა მოედნის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 9 ნოემბერს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეუწყდებათ.

ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქა-ავშნიანის დასახლების და ავშნის ქუჩის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონებზე, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.