თბილისის საკრებულოში ბადრი კეთილაძის ფოტოების გამოფენა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ცნობილი ფოტოხელოვანის, ბადრი კეთილაძის ნამუშევრებს გამოფენა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ბადრი კეთილაძე წლების განმავლობაში მუშაობდა სპორტულ გაზეთ „სარბიელში“. სპორტის თემატიკაზე მომუშავე ფოტოგრაფთა ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა ნიჭიერი ფოტოგრაფების მთელი თაობები აღზარდა. წიგნი სწორედ მისმა მოსწავლეებმა, მეგობრებმა და სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოებამ გამოსცა.
წიგნში „ბადრი კეთილაძე“ შეტანილია ფოტოხელოვანის არქივში შემონახული გამოუქვეყნებელი სურათებიდან საუკეთესოები, რომლებიც მისმა ახალგაზრდა კოლეგებმა გააციფრულეს.
გამოფენას ესწრებოდნენ ბადრი კეთილაძის ოჯახის წევრები, კოლეგები, სპორტსმენები, სპორტის საზოგადოება. პროექტის მხარდამჭერები არიან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.