თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი 16 აპრილს გაიხსნება
თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი 16 აპრილს გაიხსნება

თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი 16 აპრილს გაიხსნება.

ფესტივალი წელს 32 პროფესიულ გუნდს უმასპინძლებს. უცხოეთის გუნდებთან ერთად ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული და ბავშვთა გუნდები.

ფესტივალის მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან.

ფესტივალს საქართველო მერვედ უმასპინძლებს, რომელიც Сheck in Georgia-ს ფარგლებში იმართება.