თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფესტივალი წელს უკვე მეათედ ტარდება, რომელიც ქართულ სპექტაკლებსა და საერთაშორისო პროგრამას აერთიანებს.

ფესტივალის პირველი დღე ლეგენდარულ მოცეკვავეს ქორეოგრაფს და მსახიობს მიხაილ ბარიშნიკოვს დაეთმობა. მიხაილ ბარიშნიკოვი ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება დადგმით ბროდსკი/ბარიშნიკოვი.

ბროდსკი/ბარიშნიკოვი ერთი მსახიობის წარმოდგენაა და ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვითაა დადგმული. დადგმის იდეა და რეჟისურა ცნობილ ლატვიელ რეჟისორს ალვის ჰერმანისს, ეკუთვნის. პლასტიკის ელემენტების მქონე სპექტაკლში ბარიშნიკოვი ბროდსკის ლექსებს რუსულ ენაზე კითხულობს.

ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლების გარდა, დისკუსიები და „ვორქშოპებიც“ იქნება წარმოდგენილი. განვლილი ცხრა წლის მანძილზე, ღონისძიებამ უმასპინძლა 170 კომპანიას ქვეყნებიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა.

ამასთან, ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არის რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტასნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვიჩი.

ფესტივალი 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.