თბილისის საბავშვო ბაღებში ამ დროისთვის შვიდი ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა
თბილისის საბავშვო ბაღებში ამ დროისთვის შვიდი ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, ამ მომენტისთვის შვიდი ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა. ვაკანტური ადგილების რაოდენობა ოთხი ათასამდეა – ამის შესახებ პირველ არხს დედაქალაქის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოში ამბობენ, რომ მათთან მუდმივად რეკავენ უკმაყოფილო მშობლები, რომლებმაც შვილები ვერ დაარეგისტრირეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მათი მხრიდან ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ქონია და ტექნიკური შეფერხებები ინტერნეტ-პროვაიდერის მიზეზით ხდებოდა.

თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე, საყოველთაო ეტაპი დღეს, 12:00 საათზე დაიწყო.