თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფანასკერტელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩებზე.

11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სოფელ ლისისა და ანტონოვსკაიას ქუჩებს.
ასევე 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, მინდელისა და ანა პოლიტკოვსკაიას აბონენტებს.

10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეიზღუდება სამგორის რაიონში, კერძოდ სამრეწველო დასახლებასა და მოსკოვის გამზირზე. 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიციის, ენუქიძისა და ჭიჭინაძის ქუჩებს. ასევე 13:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ორხევის დასახლებაში.
კრწანისის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება. საუბარია ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილზე (ნაწილობრივ).

დიდუბის რაიონში ელექტროენერგია 10:00-დან 13:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელისა და ჩაჩავას ქუჩებზე.
გლდანის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ავჭალა-1 (სამხედრო დასახლების) და ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე.

ასევე 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება გურამიშვილის გამზირის, ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ხიზამბარელის და გმირ კურსანტთა ქუჩებს. 11:00-დან 13:30 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გლდანის II მიკრორაიონის, ბიჭვინთის, რევოლუციისა და მანაგაძის ქუჩებზე.

ისნის რაიონში ელექტროენერგია 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ქეთევან დედოფლის გამზირის, ყვარლის, უშაკოვის, მთისძირის, ამირეჯიბის, ტვიშის, თელავის, წინანდლის, გუთნის, ხახანაშვილის, ახმეტის, ნიორაძის, ქურხულის, კვეზერელის, მუკუზნის და ივერიელის ქუჩებზე.

10-დან 18 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება ნაძალადევის რაიონს. კერძოდ, გურამიშვილის გამზირის, რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, სანზონის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის და ფეიქართა ქუჩებს. ასევე 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ავშნის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, საჩხერის, ჩარგლის და მაღალაშვილის ქუჩებს.

ვაკის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხებათ ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.