თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში, პეტრიწის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
ასევე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩებს. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯიქიას ქუჩის მცხოვრებლებსაც.
ისნის რაიონის აბონენტებს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება. საუბარია წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, დედოფლისწყაროს, ხერხეულიძის, ბადიაურის, ქურხულის, სართიჭალას, წურწუმიას, იზაშვილის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაიძის და ახმეტის ქუჩებზე.

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება.
კრწანისის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, სოფელი ფონიჭალის, სვანების დასახლების, რაფავას, გულბანის, ჟორდანიას და ლევან ღოღობერიძის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჩარგლის, გვაზაურის, ახალდაბის, მოლითის და ბჟოლეთის ქუჩებზე.

გლდანის რაიონის რაიონს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია თიანეთის გზატკეცილის, ლიბანის, ბარალეთის, დავით სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ფოცხიშვილის, ანდრონიკაშვილის, სალხინოს, წყალსადენის, ბარისახოს, უწერის, ზარზმის, ჯანჯღავას, კაჭარავას და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებზე.

ასევე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის IIIა და V მიკრორაიონებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და მიქატაძის ქუჩაზე.
ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება. 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V მიკრორაიონს.
დიდუბის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვანის და ბაქრაძის ქუჩებზე.

ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მამარდაშვილის, პალიასტომის, კაპანაძის, ართვინის, მიჩურინის და ფარავნის ქუჩებზე.

 

დატოვე კომენტარი