თბილისის რამდენიმე უბნისა და რეგიონების ნაწილისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვა „ენგურჰესის“ ავარიულად გამორთვამ გამოიწვია
თბილისის რამდენიმე უბნისა და რეგიონების ნაწილისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვა „ენგურჰესის“ ავარიულად გამორთვამ გამოიწვია

თბილისის რამდენიმე უბნისა და რეგიონების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა „ენგურჰესის“ ავარიულად გამორთვამ გამოიწვია.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა

„დღეს, 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

სისტემაში არსებული რეზერვების და იმპორტის ხარჯზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა“,- აღნიშნულია სსე-ის განცხადებაში.