თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონს შეზღუდვა 11:00 საათიდან 15:30 საათამდე შეეხება, კერძოდ აეროდრომის დასახლებას, ჯავახეთის, ხომლელისა და კალოუბნის ქუჩებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეიზღუდება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონშიც. ასევე, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს, ქინძმარაულისა და ნაკადულის ქუჩებს.

ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. კერძოდ, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) აბონენტებს.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, გლდანის მასივის I მიკრორაიონსა და ბოჭორიშვილის ქუჩაზე. ასევე, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლაზოს ქუჩას.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება მაზმიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ლუბლიანას ქუჩაზე. ასევე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სოფელ დიღმის მაცხოვრებლებსაც.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.