თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება დედაქალაქის ექვს რაიონში დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ნაძალადევის რაიონის მცხოვრებლების ნაწილს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ისნის რაიონში 11:00-დან 13:00 საათამდე, გლდანის რაიონი 11:00-დან 18 საათამდე, დიდგორის რაიონში 11-დან 16 საათამდე,
მთაწმინდის რაიონში 11:00-დან 12 საათამდე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია კომპანია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.