თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დგებუაძის, კვაჭაძის, ბერიტაშვილის, ერისთავის, ნუცუბიძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ბუაჩიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირი, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბულაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ თელასში.