თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 23 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას, შარტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის და დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, ეფრემ ზაქარაიას, კაჭრეთის, ნოსტეს, დომენტი ჟღენტის, რევაზ ურიდიას, კახიანის, ხუდადოვის, ვასილ თამარაშვილის, ინტერნატის, ლევან თიგიშვილის, ფილიას, კონდოლის, სამღერეთის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ლადო მესხიშვილის, მაღაროს, ლევან ცქიტიშვილის, ინწკირველის და წერონისის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის, დომენტი ჟღენტის, სანავარდოს, ზედამზის, კლდეკარის, სამღერეთის, გარეჯის, პიონერის, ხერთვისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ორბეთის, ლამისყანის, მაჩხაანის, ნაქალაქევის, წერონისის, ლაითურის, ბახმაროს, გომარეთის, ლეჩხუმის და ახტალის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 16:30 საათიდან 17:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, კიევის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, ლევან მიქელაძის და თენგიზ აბულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი