თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

04:08, 17.01.2020

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 17 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, დავით ჯაბიძის, ქერჩის, წყაროთუბნის და ხევისპირის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოლოღაშვილის, კუკური გოგიაშვილის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, ირინა ენუქიძის და გივი კვიჭიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, დიდგორის, პეტრიწის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ოთარ ჭილაძის და ქართველიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი