თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უწერის, ანდრონიკაშვილის, გაგრის, ულიანოვის, ჭრებალოს და ბარისახოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის, იაკობის და მუხის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, ხევძმარის, დავით სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, კლდეკარის, სუვოროვის, გორდის, ხერთვისის, ლამისყანის, იოსელიანის, ლაითურის და წერონისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშველას II კვარტლის, ნუცუბიძის, გურიელის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ლერმონტოვის, დადიანის და მაჩაბლის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის და ახალი ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.