თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 3 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონი​ – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვისა და მახათას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ​11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.​ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, რამაზ გოგიაშვილისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი​ – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IX კვარტლის, ანაპის, ჩარგლის, ცოტნე დადიანის, ანაპის 414-ე დივიზიის, გურამ ქუთათელაძის, დომენტი ჟღენტისა და თათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იერუსალიმის მოედნის, ბეთლემის ჩიხის, ვიწრო ჩიხის, გომის, თონეთის, ასკანის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის, კოტე აფხაზისა და ქვემო გომის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ​11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ალექსანდრე ბანძელაძის, ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის და ზარწემის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – ​12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი​ – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, სანაპიროს („ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის), გმირთა მოედანის, ელბაქიძის აღმართის, ვერეს ბაღის, ვერეს შესახვევის, ნიკო ნიკოლაძის, ბოცვაძის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, სანაპიროს, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ჯუღელის, ახვლედიანის, შიო მღვიმელისა და ფარნაოზ ლაპიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I,II მიკრორაიონების, საქნავთობის დასახლებისა და მაისურაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – ​10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კოსმონავტების სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცემის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.