თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 2 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი​ – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავასა და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.​ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების, ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი​ – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი​ – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საიათნოვას ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფონიჭალის დასახლების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი​ – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მცხეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი