თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 25 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – ​10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკორაიონის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონებისა და მაისურაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV მიკრორაიონის, ფრანგულიანისა და ორახელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოსა და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა, III, IV ზონების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გივი კარტოზიას, მინდელისა და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), პეტრიწისა და ბერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი​ – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი​ – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.