თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 15 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, კრწანისისა და კახაბერ კაციტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ლოჭინის ხევის, აეროპორტის დასახლების, ჯავახეთისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.​ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის, მშვიდობისა და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი​ – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ბუკისციხის, მათიაშვილის, ჩოჩუას, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, კოპცოვის, ალექსანდრე ჯანელიძის, ქობულაძის, მესხეთის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამისა და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრომშენის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, III მიკრორაიონებისა და შალვა მშველიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აკაკი ბელიაშვილისა და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულისა და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა ზონების, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანისა და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – ​11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კოჯრისა და სოფელი წავკისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – ​11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანულას, თამარ მეფის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, იპოლიტოვ-ივანოვისა და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.